მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) მეოთხედფინალში იაპონელ ტაკეოკასთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშჟიდან იბრძოლებს.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.