მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | თუშიშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა – ქართველმა თურქი თათაროღლუ რამდენიმე წამში დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ბაშაევს დაუპირისპირდება.
დღეს გამომსველმა მეორე მძიმეწონოსანმა, საბა ინანეიშვილმა ჩეხ კრპალეკთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და ტურნირი ნაადრევად დაასრულა.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
24 მაისს მსოფლიო პირველობაზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.