მოურინიო - მალე ყველა იხილავს ნამდვილ ბეილს
მოურინიო - მალე ყველა იხილავს ნამდვილ ბეილს

„რეალიდან“ „ტოტენჰემში“ დაბრუნებული გარეტ ბეილი უელსის ნაკრებში მიღებულ ტრავმას მკურნალობს, მაგრამ ინგლისურ კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ფეხბურთელი მწყობრში მალე ჩადგება და ოქტომბერში მოედანზეც გამოჩნდება, – იუწყება ВВС.

სავარაუდოა, რომ გარეტ ბეილი განსაკუთრებით მოტივირებული იქნება, რადგან „რეალში“ თავის გამოჩენის საშუალება ნაკლებად ჰქონდა და შეეცდება, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს.

„ის ბედნიერია, რომ დაბრუნდა და „ტოტენჰემში“ ითამაშებს, – ამბობს ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. – გარეტი ძალიან მოტივირებულია და სურს, რომ ყველას აჩვენოს თუ როგორ თამაშობს ნამდვილი ბეილი. როცა, გარეტს ასეთი განწყობა აქვს, ის პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხდება“.