მოსკოვში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა
მოსკოვში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

მოსკოვში კორონავირუსის შედეგად კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ოპერატიულ შტაბში გააკეთეს. რუსეთის დედაქალაქში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 176-მდე გაიზარდა.

როგორც შტაბის წევრები აცხადებენ, გარდაცვლილთა ასაკი 30-დან 93 წლამდე მერყეობს და მათ უმრავლესობას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

რუსეთში „კოვიდ-19“-ის 36 000 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 310-ზე მეტი ადამიანი.