მოსკოვის ცენტრში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.
მსხვერპლთა შორის ორი ბავშვია. მათი ასაკი 5-6 წელია. ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.
ინციდენტი ნიკიტინის ბულვართან მოხდა. ხანძრის შედეგად, სამმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
სამაშველო სამსახურმა საცხოვრებელი კორპუსიდან 42 ადამიანი გამოიყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.