მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა

00:13, 01.05.2020

მოსკოვში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვმა რუსეთის დედაქალაქში 658 შეადგინა.

რუსეთში, ამ დროის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 106 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 1073 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 11 619.

მსგავსი