მონტენეგროში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით 1200-მდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი იხსნება. არჩევნების პროცესს მონიტორინგს ათასზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს, მათ შორის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ეუთო. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს შეუძლია. გამარჯვებისთვის კი სულ 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, ფავორიტად 56 წლის მილო ჯუკანოვიჩი მიიჩნევა, რომელიც ექსპერტთა შეფასებით, პირველივე ტურში შეძლებს ხმათა აუცილებელი 50%-ზე მეტის მიღებას. ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციამ ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ შეძლო. პარტიები ცალ-ცალკე კანდიდატებით იქნებიან წარმოდგენილი.
მონტენეგროში არჩევნები 1990 წლის შემდეგ პირველად იმართება. ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ფილიპ ვუიანოვიჩი კი ქვეყანას ბოლო 15 წელია, მართავს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა, თუმცა, ვუიანოვიჩის შემთხვევაში, მისი მანდატი არჩევიდან 3 წელიწადში, 2006 წელს განულდა, როდესაც მონტენეგრომ სერბეთისა და მონტენეგროს კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა.
მონტენეგრო ნატო-ს ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ის ალიანსს 2017 წელს შეუერთდა.