მონტენეგროში პოლიციასთან დაპირისპირების გამო 60 ადამიანი დააკავეს
მონტენეგროში პოლიციასთან დაპირისპირების გამო 60 ადამიანი დააკავეს

60 ადამიანი დააკავეს მონტენეგროში პოლიციასთან დაპირისპირების გამო. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. შეტაკების დროს 26 სამართალდამცველი დაშავდა.

აქციის მონაწილეები დაკავებული მღვდლების გათავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციამ რამდენიმე სასულიერო პირი რელიგიური რიტუალის ჩატარების გამო დააკავა, რომელიც ქვეყანაში პანდემიის გამო აკრძალული იყო.

მონტენეგროში „კოვიდ-19“-ის 324 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.