მონტენეგროს ქალაქ ნიქშიჩში, აქციაზე შეტაკებისას ოთხი სამართალდამცველი დაშავდა
მონტენეგროს ქალაქ ნიქშიჩში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. შედეგად, ოთხი სამართალდამცველი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზი რამდენიმე საათით ადრე დედაქალაქში ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის დეპუტატების დაკავება გახდა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებასთან, სადაც დეპუტატები გადაიყვანეს, 200-მდე მოქალაქე პროტესტის გამოსახატად შეიკრიბა. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციაზე დააკავეს 18 ადამიანი.
ინციდენტის შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა ბიელო-პოლესა და ნიქშიჩშიც.