ბულგარელ მძიმეწონოსან მოკრივე კუბრატ პულევს ლიცენზია შეუჩერეს მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა ჟურნალისტ ჯენიფერ რავალოს ძალის გამოყენებით აკოცა პირდაპირ ეთერში. ვიდეო ამ ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
37 წლის პულევმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რავალო მისი მეგობარია, თუმცა ამ უკანასკნელის თქმით, მათ ერთმანეთი მხოლოდ წინა დღეს გაიცნეს. ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, რომ პულევის ქმედებები უკანონო და მიუღებელი იყო.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ პულევს კალიფორნიის შტატის სპორტული კომისიის წინაშე მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება.
ინციდენტი კალიფორნიის ქალაქ კოსტა-მესაში, პულევის მიერ რუმინელი ბოგდან დინუს დამარცხების შემდეგ მოხდა.