ჯოშუამ და ფიურიმ 2021 წლის ბრძოლაზე მოილაპარაკეს
ჯოშუამ და ფიურიმ 2021 წლის ბრძოლაზე მოილაპარაკეს

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონები – ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური 2021 წელს სატიტულო ბრძოლის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

მოკრივეებმა ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და რჩება მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა.

„გარიგება დასრულებულია, თუმცა, ჯერ ოფიციალურად გაფორმებული არ არის, – განაცხადა პრომოუტერმა ედი ჰირნმა. – დამტკიცებულია კონტრაქტის ფინანსური ნაწილი. ასევე ვილაპარაკეთ ტრანსლიაციის საკითხზე. ასე რომ, ერთადერთი რჩება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ, როცა მსგავს კონტრაქტზე აწერთ ხელს, დოკუმენტები 15-ჯერ იგზავნება და უკან ბრუნდება, სანამ კონტრაქტში თითოეული ასო არ იქნება დამტკიცებული.

სავარაუდოდ, ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში გაიმართება. ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. ჩემი სურვილია რევანში დიდ ბრიტანეთში გაიმართოს. სად? „მილენიუმის“ სტადიონზე“.

გასული წლის 12 დეკემბერს, 31 წლის ჯოშუამ WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულები დაიცვა ბულგარელ კუბრატ პულევთან ბრძოლაში. ამ შეხვედრის შემდეგ, ბრიტანელს კარიერაში 24 მოგება და ერთი წაგება აქვს.

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფიურის 30 მოგება და ერთი ფრე აქვს.