ოფიციალურად - ჯოშუა პულევთან 20 ივნისს იჩხუბებს
ოფიციალურად - ჯოშუა პულევთან 20 ივნისს იჩხუბებს

ცნობილი გახდა მძიმეწონოსნების – ბრიტანელი ენტონი ჯოშუასა და ბულგარელი კუბრატ პულევის მომავალი ორთაბრძოლის ზუსტი თარიღი და ჩატარების ადგილი.

ბულგარელმა მოკრივემ თავი გვერდზე „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ბრძოლა შედგება 20 ივნისს, ლონდონში საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემის“ სტადიონზე. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

„ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მთელს მსოფლიოს ვაჩვენო, რამდენად ძლიერი ვარ სინამდვილეში“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ამბავს პულევმა.

მოგვიანებით, იგივე დაადასტურა ჯოშუამ, რომელიც 20 ივნისს დაიცავს ტიტულებს IBF-ის, WBA -სა და WBO-ის ვერსიებით.

პულევსა და ჯოშუას შორის ბრძოლა 2017 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა ბულგარელის ტრავმის გამო.

პულევმა პროფესიულ კარიერაში 28 მოგება (14 – ნოკაუტით) აქვს 29 ბრძოლაში. ჯოშუას სტატისტიკაა – 23 მოგება (21 – ნოკაუტით) 24 ბრძოლაში.