ჯოშუასა და პულევის ორთაბრძოლას ივლისისთვის გადაიტანენ
ჯოშუასა და პულევის ორთაბრძოლას ივლისისთვის გადაიტანენ

სუპერმძიმე კატეგორიაში ორთაბრძოლა ოთხი ვერსიით (WBA, IBF, WBO და IBO) მსოფლიოს ჩემპიონს ენტონი ჯოშუასა და ბულგარელ კუბრატ პულევს შორის, შესაძლოა, არ გაიმართოს დათქმულ ვადაში. ამის შესახებ განაცხადა ბრიტანელი მოკრივის პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრას, სავარაუდოდ, ივლისისთვის გადაიტანენ.

ჯოშუასა და პულევის ორთაბრძოლა დაგეგმილი იყო 20 ივნისს, ლონდონში „ტოტენჰემის“ სტადიონზე.

დატოვე კომენტარი