ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია აღდგენითი პროცესის მომენტი იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც მან მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო.
ბოლო ინფორმაციით, სალაჰი ვარჯიშს 10 ივნისიდან განაახლებს. სავარაუდოდ, ის გამოტოვებს პირველი ტურის მატჩს ურუგვაის წინააღმდეგ, მაგრამ მზად იქნება რუსეთთან 19 ივნისის მატჩისთვის.