მოგება ონოშოსთან - ტოჩინოშინმა კიუშუს ბაშოზე ბალანსი გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT
იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში ნოემბრის ბაშო მიმდინარეობს. ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ამჯერად მე-11 მაეგაშირა ონოშოს დაუპირისპირდა და დაამარცხა. ტოჩინოშინის მეტოქე კიუშუს ბაშოზე შესანიშნავად ასპარეზობს და ამ შეხვედრამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 4-1-ზე ჰქონდა.
შეჯახების შემდეგ გორგაძემ მეტოქე დოჰიოსკენ დაიქნია და ჰატაკიკომით მოიგო. ამ გამარჯვებით ტოჩინოშინმა კიუშუს ბაშოზე ბალანსი გაათანაბრა – მას 3 მოგება და 3 წაგება აქვს.
ხვალ ქართველის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იქნება. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინისთვის ეს 99-ე ბაშოა კარიერაში.