„მოძრაობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს
ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ალიკა კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ორგანიზაციის მოთხოვნებს, ესენია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს რეფორმირება.
პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი, რომელშიც ოპოზიციის მომხრეები იმყოფებიან.