მიუნხენის „ბაიერნს“ „ატლეტიკოდან“ ერნანდესის შეძენა სურს.
მიუნხენის „ბაიერნს“ „ატლეტიკოდან“ ერნანდესის შეძენა სურს.

მიუნხენის „ბაიერნს“ ზაფხულში „ატლეტიკოდან“ ლუკას ერნანდესის ყიდვა აქვს განზრახული. ინფორმაციას „ფრანს ფუტბოლი“ (France Football) ავრცელებს.

23 წლის ფრანგს მადრიდელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. გერმანული კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჟურნალისტებთან ერნანდესის შესახებ ისაუბრა.

„ერნანდესი – მსოფლიო ჩემპიონია, ის ჩვენ ძალიან გამოგვადგება. მოლაპარაკებები ამ მომენტისთვის შეჩერებულია, მაგრამ ნებისმიერ დროს შესაძლებელია გაგრძელდეს,“ – ციტირებს ჰიონესს ფრანგული სპორტული გამოცემა.

მიმდინარე სეზონში ლუკას ერნანდესმა ატლეტიკოს რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.