მილანთან მდებარე სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა ექვსი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი გარდაიცვალა
მილანთან მდებარე სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა ექვსი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი გარდაიცვალა

მილანთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა ექვსი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. კიდევ სამი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაჭრილებს შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ფეხბურთელი პაბლო მარი.

ინციდენტი სუპერმარკეტ „კარფურში“ მოხდა. დაღუპული მარკეტის მოლარეა.

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, რა იყო დამნაშავის მოტივი.

თავდამსხმელი დაკავებულია. ის 46 წლის იტალიის მოქალაქეა. წინასწარი ცნობით, მან სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები მაღაზიის დახლიდან აღებული დანით დაჭრა.

მომხდარი შემდეგ, სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.