მილანში მიმდინარე ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა ხუთ დღეში საქართველოს ოთხი რეკორდი გააუმჯობესეს
მილანში მიმდინარე ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე დღეს ლომია თებიძემ ატაცში 137 კგ დაძლია და ერთი კილოგრამით გააუმჯობესა ჭაბუკთა შორის რევაზ დავითაძის რეკორდი.
15-წლამდელებში საბა ასანიძემ აკვრაში საკუთარი რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა და 139 კგ დაძლია.
ატაცში ჭაბუკთა შორის ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა არჩილ მალაყმაძემ. ახალი რეკორდი 137 კილოგრამია.
გიორგი ხარაზიშვილმა კი 15-წლამდელებში საკუთარი რეკორდი აკვრაში ერთი კილოგრამით გააუმჯობესა და 96 კგ დააფიქსირა.