„მილანში“ გატუზოს სავარაუდო შემცვლელად არსენ ვენგერი დასახელდა
„მილანში“ გატუზოს სავარაუდო შემცვლელად არსენ ვენგერი დასახელდა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, შესაძლოა, ივან გაზიდისს „მილანში“ გაყვეს და ჯენარო გატუზოს ადგილი დაიკავოს. როგორც გაზეთი „ლა რეპუბლიკა“ (La Repubblica) წერს, გატუზოს პოზიციები სერიოზულად შეირყა მას შემდეგ, რაც „მილანმა“ სერია A-ში „ინტერთან“ და ევროპის ლიგაზე „ბეტისთან“ წააგო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაზიდისმა და „მილანის“ პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ მოლაპარაკებები გამართეს „ბეტისთან“ მარცხის შემდეგ. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვენგერი გატუზოს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა ანტონიო კონტესა და რობერტო დონადონისთან ერთად.

ივან გაზიდისი „არსენალის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო 2008-18 წლებში.