„მილანი“ განიხილავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველს ჰარი მაგუაირს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ წერს გამოცემა talkSPORT.
იტალიური გუნდი აქტიურად განიხილავს სიტუაციას ინგლისელი ფეხბურთელის გარშემო, მაგრამ ჯერ არ არის მზად სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად მაგუაირის შეძენისთვის.
აღვნიშნავთ, რომ მაგუაირზე ასევე პრეტენზიას აცხადებს „ვესტ ჰემი“, რომელიც მზად არის ზამთარში გამოისყიდოს ცენტრალური მცველი.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგის სამ მატჩში ერთი შედეგიანი გადაცემა აქვს.