მიხეილ ჯანელიძე - სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს
მიხეილ ჯანელიძე - სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “აღიარებას“ “თვითერში” ეხმაურება.

„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რუსეთის მანიპულაციის შედეგად, ასადის რეჟიმის მიერ, არის კიდევ ერთი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმისა. ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.