მიხეილ აბაიშვილი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს #1TVSPORT
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა, რომლის დაწყებამდე წუთიერი დუმით პატივი მიაგეს 2020 წელს გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას. სულ რეგისტრაცია 79 წევრმა გაიარა, რაც ქვორუმისთვის საკმარისი იყო.
ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა წინა ოთხ წელიწადში გაწულ საქმიანობაზე ილაპარაკა. ოთხი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის ბიუჯეტი 937 ათას ლამდე გაიზარდა, რაც ორგანიზაციის არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მათგან 230 ათასი ლარი მოზიდული თანხაა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით, 2017-2020 წლებში დაფინანსდა 42 წიგნის გამოცემა, სპორტულ თემატიკაზე გადაღებული ფილმები, საუკეთესო სპორტსმენებისა და ჟურნალისტების ტრადიციული დაჯილდოების საღამოები, სპორტულ ჟურნალისტთან ნაკრებების უცხოური ტურნირები, სხვადასხვა ფედერაციებთან შეთანხმებით, მედიის წარმომადგენლები ქართველი სპორტსმენების და ნაკრებების უცხოურ გამოსვლებზე სისტემატურად მიემგზავრებიან.
არჩევნებში მიხეილ აბაიშვილი აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად მეორე ვადით გახდა. პირველ ვიცე-პრეზიდენტად ბიძინა ბარათაშვილი აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტად – თენზიგ პაჭკორია, ხოლო გენერალურ მდივნად – ზურაბ თალაკვაძე.