საქართველოს მედიანაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს - გუნდი უკრაინის მხარდასაჭერი სამკლავურით ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მედიანაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს - გუნდი უკრაინის მხარდასაჭერი სამკლავურით ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ დაკომპლექტებული საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრები, 24-25 მარტს მიიღებს მონაწილეობას ტრადიციულ, რიგით მეათე საერთაშორისო მედიატურნირში – „ეგვიპტის თასი“.

საქართველოს ნაკრების ტურნირში მონაწილეობა უზრუნველყვეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა. „ეგვიპტის თასზე“ გამგზავრებამდე ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა პრესკონფერ5ენცია გამართა და მოახლოებულ ტურნირზე ისაუბრა.

„ეს არის ტრადიციული, რიგით მე-10 ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაა. საფეხბურთო ტურნირის გარდა, გაიმართება სპორტულ ჟურნალისტთა კონფერენცია, სადაც უკრაინის მხარდაჭერას გამოვხატავთ. სამწუხაროდ, ტურნირზე უკრაინის მედიანაკრები რუსეთის აგრესიის გამო ვერ ითამაშებს, მაგრამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ეგვიპტეში საგანგებოდ უკრაინის მხარდასაჭერად მათი დროშის ფერიანი სამკლავურით ვითამაშებთ“, – ამბობს მიხეილ აბაიშვილი.

საქართველოს ნაკრები დაკომპლექტებულია სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებით – მათ შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი თანამშრომელი, ასევე რუსთავი 2-ის, ტვ იმედის, სილქმედიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წრვრები. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთის, ლიეტუვის, მოლდოვის, ეგვიპტის, თურქეთისსა და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდები.