მემორანდუმი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან - კოტე მახარაძის თასს სპორტის ფონდი დააფინანსებს #1TVSPORT
მემორანდუმი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან - კოტე მახარაძის თასს სპორტის ფონდი დააფინანსებს #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ასოციაციას მხრიდან პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის მიზანი სპორტული ჟურნალისტიკისა და ასოციაციის პროექტების ხელშეწყობაა.

28-31 ოქტომბერს თბილისი მინი-ფეხბურთში კოტე მახარაძის სახელობის თასს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრების გარდა, კიდევ 7 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს.

საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ინიციატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაა, ტურნირის ფინანსურ ხარჯებს კი საერთაშორისო ფონდი საკუთარ თავზე აიღებს.

ამას გარდა, ნოემბერში კაჭრეთის „ამბასადორში“ ერთობლივი სემინარის მოწყობა დაიგეგმა, სადაც ორი დღის განმავლობაში ასოციაციის და სპორტული ჟურნალისტების პროექტებს და თანამშრომლობის გეგმებს განიხილავენ.