მიკაელა შიფრინმა სლალომში უნიკალური რეკორდი გაიმეორა
მიკაელა შიფრინმა სლალომში უნიკალური რეკორდი გაიმეორა

საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი გაიმართა – ქალებმა იასპარეზეს გიგანტურ სლალომსა და სლალომში.

ეს სეზონში მე-12 და მე-13 სტარტი იყო, ორივე ამერიკელმა ვარსკვლავმა მიკაელა შიფრინმა მოიგო, რომელსაც მიმდინარე მსოფლიოს თასზე უკვე შვიდი მოგება დაუგროვდა.

გარდა ამისა, შიფრინმა ​სლალომის ეტაპებზე მოგებების რაოდენობით​ ყველა დროის რეკორდი გაიმეორა​. 24 წლის მოთხილამურეს კარიერაში 35 სლალომში აქვს გამარჯვება მოპოვებული და ამ მაჩვენებლით ავსტრიელ მარლის შილდსს გაუთანაბრდა.

შიფრინი უდიდესი უპირატესობით ლიდერობს მსოფლიოს თასის ჩათვლას. მას 889 ქულა აქვს და 501 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ სლოვაკს პეტრა ვლჰოვას. 367 ქულით მესამეზე ნორვეგიელი რაგნჰილდ მოვინკელი.