სვანეთში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო | სამთო-სათხილამურო სპორტი (ვიდეო)

სვანეთში სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ სამთო-სათხილამურო სპორტში. შეჯიბრების პირველი ეტაპი, რომელსაც ჰაწვალმა უმასპინძლა, კალენდრის მიხედვით დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა უთოვლობის გამო იანვრის ბოლოსკენ გადაიწია.

ასპარეზობა ორდღიანი იყო და მასში მონაწილეობა 60 – მდე სპორტსმენმა მიიღო. სამ ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე გოგონებმა და ვაჟებმა საუკეთესოები სპეციალურ სლალომსა და გიგნატურ სლალომში გამოავლინეს.

ტურნირი 25 იანვარს სპეციალური სლალომით დაიწყო და მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა:

2006-07  წლებში დაბადებულ გოგონებს შორის საუკეთესო ლიზა გაავა იყო, იმავე ასაკის ვაჟებში კი ლუკა დულათმა გაიმარჯვა.

2004-05-იანებში გამარჯვება მარი ჩოგაძემ და ლუკა ბუჩუკურმა იზეიმეს.

უფროსი ასაკის მოთხილამურეთა შორის კი პირველი ადგილები კატო გოცირიძესა და ნიკოლოზ გაგაძეს ერგოთ.

ამდენივე მედალი გათამაშდა 26 იანვარსაც, როდესაც ტურნირი გიგანტური სლალომით გაგრძლედა. ყველაზე უმცროს ასაკში საუკეთესონი იყვნენ
– ნატა მეხეშიძე და ლუკა დულათი.

2004-05 წლებში დაბადებულებს შორის მარიამ ნავერიანმა და ლუკა ბუჩუკურმა იმარჯვეს. უფროსებში კი პირველობა არავის დაუთმეს კატო გოცირიძემ და ირაკლი არღვლიანმა.

საქართველოს თასის გათამაშების მომდევნო ორ ეტაპს გუდაური უმასპინძლებს, შეჯიბრებები 7-8 და 21-22 მარტისთვისაა ჩანიშნული. სპორტული სეზონი ისევ სვანეთში, 10-11აპრილს, ბოლო, მეოთხე ეტაპით დაიხურება.