აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფას სამი ადამიანი შეეწირა, სამი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბორტზე სულ ორი მფრინავი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდიანაპოლისიდან ლანსინგში მიემართებოდა. რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, ამ დროისთვის უცნობია.