ჰოლივუდის მსახიობი, ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბის „ოსტინის“ თანამფლობელი გახდა. ამის შესახებ კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაიწერა.
39 წლის მაკკონაჰი ტეხასის შტატის დედაქალაქის გუნდის ხუთი ბოსიდან ერთ-ერთია. „ოსტინი“ უკვე არის MLS-ის წევრი და ჩემპიონატში გამოსვლას 2021 წლიდან დაიწყებს. მსახიობი წარმოშობით ტეხასელია და სწორედ ქალაქ ოსტინში ცხოვრობს.
ამა წლის აპრილში MLS-ის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ლიგაში გუნდების რაოდენობა 24-დან 30-მდე გაიზრდება.
MLS 1993 წელს შეიქმნა, პირველი სეზონი კი, 1996 წელს გაიმართა. დღეისთვის ლიგის 24 გუნდიდან 21 აშშ-ს წარმოადგენს, კიდევ სამი – კანადას.