მეთიუ მაკკონაჰი კლუბ „ოსტინის“ თანამფლობელი გახდა
მეთიუ მაკკონაჰი კლუბ „ოსტინის“ თანამფლობელი გახდა

ჰოლივუდის მსახიობი, ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბის „ოსტინის“ თანამფლობელი გახდა. ამის შესახებ კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაიწერა.

39 წლის მაკკონაჰი ტეხასის შტატის დედაქალაქის გუნდის ხუთი ბოსიდან ერთ-ერთია. „ოსტინი“ უკვე არის MLS-ის წევრი და ჩემპიონატში გამოსვლას 2021 წლიდან დაიწყებს. მსახიობი წარმოშობით ტეხასელია და სწორედ ქალაქ ოსტინში ცხოვრობს.

ამა წლის აპრილში MLS-ის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ლიგაში გუნდების რაოდენობა 24-დან 30-მდე გაიზრდება.

MLS 1993 წელს შეიქმნა, პირველი სეზონი კი, 1996 წელს გაიმართა. დღეისთვის ლიგის 24 გუნდიდან 21 აშშ-ს წარმოადგენს, კიდევ სამი – კანადას.