„ინტერ მაიამის“ 38 წლის ფორვარდმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ სურს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში და არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის დაცვა.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი იქნება მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა. ვისურვებდი ფორმაში ვიყო და მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო ნაკრებში.
როცა დაიწყება წინასასეზონო მომზადება „ინტერ მაიამიში“ (2026 წლის დასაწყისი), შევაფასებ სიტუაციას და შევხედავ, შევძლებ თუ არა 100 პროცენტის შესაძლებლობით თამაშს და ვიქნები თუ არა სასარგებლო ნაკრებში. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.
რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატია. ჩვენ მოვიგეთ წინა ტურნირი და ძალიან კარგი იქნება ტიტულის დაცვა. ნაკრებში თამაში, განსაკუთრებით ოფიციალურ ტურნირზე, ოცნებაა“, – მოჰყავს მესის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.