ეროვნულმა ლიგამ თვის მწვრთნელად გია ჭიაბრიშვილი დაასახელა, მოთამაშედ – ნიკა ნინუა #1TVSPORT

13:19, 08.11.2026

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა – გამარჯვებულები თბილისისა და ბათუმის „დინამოს“ წარმოადგენენ.

ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გიორგი ჭიაბრიშვილს გადაეცა – ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 23 ივნისიდან ზედიზედ 13 მატჩი წაუგებლად ჩაატარა, ოქტომბერში კი სამიდან სამივე მოიგო.

თვის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა ნინუა დაასახელეს. „დინამო თბილისის“ საყრდენმა ნახევარმცველმა ოქტომბერში 5 შეხვედრა ჩაატარა და ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. რაც მთავარია, ის გუნდის თამაშზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

მსგავსი