მესიმ საცხოვრებლად პარიზის გარეუბანში ძველი სასახლე შეარჩია #1TVSPORT
მესიმ საცხოვრებლად პარიზის გარეუბანში ძველი სასახლე შეარჩია #1TVSPORT

პსჟ-ს არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ და მისმა მეუღლემ, ანტონელა როკუცომ საცხოვრებლად რამდენიმე საუკუნის წინ აგებული სასახლე აირჩიეს, – იუწყება RMC Sport.

სასახლე პარიზის გარეუბანში, „პარი სენ-ჟერმენის“ ბაზიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს და საერთო საცხოვრებელი ფართი 2000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

აღნიშნავენ, რომ სასახლე 48 მილიონ ევროდ იყიდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მფლობელმა მესის მხრიდან დაინტერესების შესახებ შეიტყო, ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა.