მესი საბელიას გამოეთხოვა - ალეხანდრო დიდი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალი იყო, რომელმაც ჩემს კარიერას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია
მესი საბელიას გამოეთხოვა - ალეხანდრო დიდი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალი იყო, რომელმაც ჩემს კარიერას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ალეხანდრო საბელიას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„სასიამოვნო იყო წარმატებების მასთან გაზიარება, – წერს არგენტინელი სუპერვარსკვლავი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. – ალეხანდრო დიდი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალი იყო, რომელმაც ჩემს კარიერას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

საბელიასთან ერთად განვიცადე ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, როდესაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედით. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს“.

ალეხანდრო საბელია 2011-2014 წლებში არგენტინის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, როდესაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. არგენტინელი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზად ცოვიდ-19 დასახელდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Leo Messi (@leomessi)