მესი საბელიას გამოეთხოვა – ალეხანდრო დიდი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალი იყო, რომელმაც ჩემს კარიერას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია

12:05, 09.12.2020

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ალეხანდრო საბელიას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„სასიამოვნო იყო წარმატებების მასთან გაზიარება, – წერს არგენტინელი სუპერვარსკვლავი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. – ალეხანდრო დიდი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალი იყო, რომელმაც ჩემს კარიერას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

საბელიასთან ერთად განვიცადე ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, როდესაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედით. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს“.

ალეხანდრო საბელია 2011-2014 წლებში არგენტინის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, როდესაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. არგენტინელი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზად ცოვიდ-19 დასახელდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Leo Messi (@leomessi)

მსგავსი