მესი „ინტერ მაიამის“ 2025 წელს დატოვებს და კარიერას სამშობლოში დაასრულებს #1TVSPORT
ლეგენდარული არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი არ გააგრძელებს კონტრაქტს „ინტერ მაიამისთან“ 2025 წლის ბოლოს, – წერს გამოცემა El Nacional.
წყაროს ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი აპირებს დაბრუნდეს სამშობლოში, რათა დაასრულოს კარიერა „ნიუელს ოლდ ბოისში“, სადაც პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგა ფეხბურთში.
მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. მან ამ კლუბში 32 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.