ცნობილი გახდა იმ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ XXI საუკუნის (2001-19 წლების პერიოდი) საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე. გამოკითხვას Globe Soccer Award ატარებს.
თავდაპირველად წარმოადგენილი იყო 50 კანდიდატი. გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის შემდეგ, გამოვლინდა ოთხი ფინალისტი – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) და რონალდინიო (ბარსელონა), რომელმაც უკვე დაასრულა კარიერა.
საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის იბრძოლებენ – ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემი), ზინედინ ზიდანი (რეალი), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონი.
საუკუნის საუკეთესო გუნდს აირჩევენ „ბარსელონადან“, „ლივერპულიდან“, „რეალიდან“ და ეგვიპტური „ალ აჰლისგან“.