მეშვიდე მარცხი კიუშუს ბაშოზე - ტოჩინოშინმა საქმე გაირთულა [ვიდეო] #1TVSPORT
იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირის მე-12 დღეს მე-8 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა — მძლავრი შეჯახების შემდეგ ორივე სუმოისტი მეტოქის ქამრის აღებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში, ეს ოკინოუმიმ მოახერხა და რამდენიმე წამში გორგაძე დიჰიოდან გადაიყვანა, შესაბამისად, ტოჩინოშინმა იორიკირით წააგო.
12 დღის შემდეგ ქართველ მებრძოლს 5 მოგება და 7 მარცხი მაქვს. ტოჩინოშინმა საქმე გაირთულა, რადგან დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 3-დან 3 ბრძოლის მოგება მოუწევს. ხვალ მისი მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება, რომელსაც 7 მოგება და 5 მარცხი აქვს.