მესამე წაგება მსოფლიო თასზე - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT
მესამე წაგება მსოფლიო თასზე - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის მსოფლიო თასზე, რომელიც ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრა ჩაატარა, სადაც საბერძნეთს დაუპირისპირდა და 7:17 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მეტოქემ მხოლოდ 1 ქულით შეძლო წინ გასვლა. მეორე პერიოდი სრულიად განსხვავებული გამოდგა, რადგან საბერძნეთმა 6 ბურთის გატანა მოახერხა, საპასუხოდ კი მხოლოდ 1 გავიტანეთ. დეიან სტანოევიჩის გუნდი მესამე მეოთხედში შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და, საწყისი პერიოდის მსგავსად, აქაც ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ 2:3 დაფიქსირდა. ბერძნების უპირატესობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, შეხვედრა 7:17 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები 4 მატჩის შემდეგ 1 მოგებითა და 3 მარცხით 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილს იკავებს. ფინალური ეტაპის საგზურს 12 გუნდი მოიპოვებს, თითო ჯგუფიდან კი 3-3 საუკეთესო ნაკრები გადავა.

A ჯგუფი: იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ.

B ჯგუფი: სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო.

საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას ხვალ, 14 მარტს, 20:30-ზე სერბეთის ნაკრებთან გამართავს.