მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი შევიდა

00:01, 25.04.2020

მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი მიიღეს, – იუწყება გამოცემა The Hill.

მერილენდის შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახური იძულებული გახდა, გაეფრთხილებინა მოქალაქეები, რომ სადეზინფექციო ხსნარის დალევა ან ინექცია დაუშვებელია.

სადეზინფექციო ხსნარის ინექციით „კოვიდ-19“-იანი პაციენტების მკურნალობის შესახებ ვარაუდი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა. მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ეს კომენტარი ჟურნალისტებისადმი „სარკაზმი“ იყო.

მსგავსი