მერი არაბიძე სწრაფ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულია
მერი არაბიძე სწრაფ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულია

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა სწრაფ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის პირველი ეტაპი. მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა მერი არაბიძემ 9 შეხვედრიდან 7 პარტია გამარჯვებით, 2 კი ყაიმით დაასრულა და ჩემპიონობა იზეიმა.

ვერცხლის მედლის მფლობელი სოფიო გვეტაძე გახდა, რომელიც არაბიძეს ნახევარი ქულით ჩამორჩა. 6-6 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები სოფიო ხუხაშვილმა და ინგა ჭარხალაშვილმა გაიყვეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედლის მფლობელი სოფიო ხუხაშვილი გახდა.