ფიდე-სა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში სოლიდარობის მატჩი გაიმართება #1TVSPORT
ფიდე-სა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში სოლიდარობის მატჩი გაიმართება #1TVSPORT

სოლიდარობის მატჩში ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები, მსოფლიოს ტოპმოჭადრაკეები: მერი არაბიძე-ნინო ბაციაშვილი და ანა მუზიჩუკი-მარია მუზიჩუკი დაუპირისპირდებიან.

ასპარეზობა 7 დღეს გაგრძელდება, თამაშები გაიმართება: 5, 6, 7, 9, 10, 11 ივნისს.

8 ივნისს მოჭადრაკეები დაისვენებენ.

მერი არაბიძე (2441; 25.02.1994)

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის;

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ახალგაზრდული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული.

ნინო ბაციაშვილი (2467; 01.01.1987)

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი ქალთა შორის;

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც სატურნირო პარტია ყაიმით დაასრულა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, მაგნუს კარლსენთან.

მარია მუზიჩუკი (2515; 21.09.1992)

მსოფლიოს ჩემპიონი ქალთა შორის – 2015-2016 წ.

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში.

ანა მუზიჩუკი (2504; 28.02.1990)

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში;

საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში.