მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალ ტარიფებთან დაკავშირებით მექსიკა აშშ-ის ოფიციალურ განცხადებას დაელოდება და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს
მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალი, 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას აანონსებს.
შეინბაუმი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებაზე მედიისგან შეიტყვეს და დაელოდებიან ოფიციალურ განცხადებას, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ჩვენ ცივი გონება უნდა შევინარჩუნოთ ამ საკითხზე. დაველოდებით და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – თქვა მექსიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის თქმით, ის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალ, 25-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხება თუ არა ეს კანადასა და მექსიკასაც, ტრამპმა დადებითად უპასუხა.