მექსიკაში მეწყერს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

02:29, 19.10.2018

მექსიკის ოახაკის შტატში მეწყერს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ქალი და ოთხი მცირეწლოვანია.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველები სულ მცირე კიდევ ერთ პირს ეძებენ, რომელიც ტალახის მასაში მოყვა.

გავრცელებული ცნობით, მეწყრული პროცესი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

მსგავსი