ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისყრა | შარშანდელი ფინალი განმეორდება – „ბაიერნი“ პსჟ-ის წინააღმდეგ #1TVSPORT
ციურიხში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა.
წინა ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად განთესვა არ ყოფილა, გარდა ამისა, შესაძლებელი იყო მეოთხედფინალური წყვილი ერთი ქვეყნის გუნდებს დაეკომპლექტებინათ.

მეოთხედფინალური წყვილები
მანჩესტერ სიტი-დორტმუნდი
პორტუ-ჩელსი
ბაიერნი-პარი სენ-ჟერმენი
რეალი-ლივერპული
The road to Istanbul is set! 😍
Which 2 teams will make the final? 🤔#UCLdraw | #UCL pic.twitter.com/HdgWQRCMHQ
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) March 19, 2021
ნახევარფინალური წყვილები
ბაიერნი/პარი სენ-ჟერმენი – მანჩესტერ სიტი/დორტმუნდი
რეალი/ლივერპული – პორტუ/ჩელსი
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 6-7 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 13-14 აპრილს. ნახევარფინალური ეტაპის თარიღებია: 27-28 აპრილი და 4-5 მაისი.