ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისყრა | შარშანდელი ფინალი განმეორდება - „ბაიერნი“ პსჟ-ის წინააღმდეგ #1TVSPORT
ციურიხში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა.
წინა ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად განთესვა არ ყოფილა, გარდა ამისა, შესაძლებელი იყო მეოთხედფინალური წყვილი ერთი ქვეყნის გუნდებს დაეკომპლექტებინათ.
მეოთხედფინალური წყვილები
მანჩესტერ სიტი-დორტმუნდი
პორტუ-ჩელსი
ბაიერნი-პარი სენ-ჟერმენი
რეალი-ლივერპული
ნახევარფინალური წყვილები
ბაიერნი/პარი სენ-ჟერმენი – მანჩესტერ სიტი/დორტმუნდი
რეალი/ლივერპული – პორტუ/ჩელსი
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 6-7 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 13-14 აპრილს. ნახევარფინალური ეტაპის თარიღებია: 27-28 აპრილი და 4-5 მაისი.