მეოთხე ადგილი მინსკის ტურნირზე - საქართველოს 17 წლამდე ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა
მეოთხე ადგილი მინსკის ტურნირზე - საქართველოს 17 წლამდე ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა

​საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

დღეს ზურაბ ხიზანიშილი გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს ოდნავ განსხვავებული შემადგენლობით დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე (ტაიმები 40-40-წუთიანები) ანგარიში საყაიმო იყო, ამის შემდეგ კი სლოვაკებმა ჩვენი კარი ორჯერ აიღეს.

საქართველო – სლოვაკეთი 0:2
გოლები: 0:1 გომოლა (68), 0:2 პილიარი (71)

საქართველოს U17: კაპანაძე, ლატარია (74. გრიგალაშვილი), კოკაია (52. ხვადაგიანი), ერაძე (74. კვარაცხელია), დევდარიანი (64. ტალახაძე), ბენდიაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი.

სათადარიგოები: ხარატიშვილი, ტორონჯაძე, მამაცაშვილი, ფოცხვერია, ოსიყმაშვილი.