მეორე მოგება თურქეთთან - ხიზანიშვილის 15-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
საქართველოს 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქეთის თანატოლთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩიც მოიგო და შეკრება დაასრულა.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა პირველი შეხვედრა ანგარიშით 2:0 მოიგო, ამჯერად კი აგებდა და მხოლოდ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიგო. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში თურქები საწყის 15 წუთში 0:2-ს იგებდნენ. შესვენებამდე ლუკა ჯაჭვლიანმა სხვაობა შეამცირა და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 1:2.
მეორე ნახევარში ზურაბ ხიზანიშვილმა შემადგენლობა შეცვალა, გადამწყვეტი როლი კი ისევ ლუკა წულუკიძემ ითამაშა, რომელმაც მატჩის მიწურულს დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 3:2..
საქართველოს U15: მაქაცარია, გოგებაშვილი, ჩოფიკაშვილი, ბაგრატიონი, ჯანაშია, ლაბაძე, ჯაჭვლიანი, დასენი, ოჩიგავა, დავრაშერიძე, მესხი
შეცვლაზე: ბერუაშვილი, პირტახია, ლაცაბიძე, წულუკიძე, თოდუა, ხიმშიაშვილი, გეგიაძე, ხაბულიანი, შიოლაშვილი, სიორდია.