მეხანძრე-მაშველები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დღეს იხსენებენ [ვიდეო]
მეხანძრე-მაშველები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დღეს იხსენებენ [ვიდეო]

მეხანძრე-მაშველები იხსენებენ, რა ვითრება დახვდათ ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე. ვიდეომასალაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, მაშველები ყვებიან, რომ სამძებრო სამუშაოები 5-6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მათი თქმით, სამაშველო სამუშაოები ძალიან რთული იყო როგორც ტექნიკურად, ისე ემოციურად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები იხსენებენ, რომ იმ დროისთვის მათი ერთადერთი მიზანი იყო, დედა-შვილი დროულად გაეთავისუფლებინათ ნანგრევებიდან.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.

15.11.2018

თბილისი, ზემო ფონიჭალა15.11.2018

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on შაბათი, 17 ნოემბერი, 2018