42 წლის ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა, შესაძლოა, განმეორებითი ბრძოლა გამართოს ფილიპინელ მენი პაკიაოსთან. ამის შესახებ გამოაცხადა პრომოუტერმა ჯეი ლაუმ, რომელიც პროფესიული კრივის პოპულარიზაციით არის დაკავებული ჰონგკონგში.
„მეივეზერი ორჯერ იყო ჩასული ჰონგკონგში. მელაპარაკა მეც და ჩემს ვაჟსაც. განვიხილავდით საჩვენებელ შეხვედრას ჩინეთში. ეს იქნებოდა რაღაც მგავსი იმისა, რაც იყო იაპონიაში, მეივეზერისა და ტენცინ ნაცუკავას ორთაბრძოლა. მაგრამ, ფლოიდმა შუა გზაზე შეწყვიტა ამ იდეაზე ფიქრი. როგორც მისი გეგმებიდან ჩანს, ის კონცენტრირებულია პაკიაოსთან რევანშზე. იმედი მაქვს, რომ მათი მეორე ბრძოლა გაიმართება“, – განაცხადა ლაუმ „ბოქსინგ სინთან“ (BoxingScene) კომენტარში.
ამერიკელმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. პაკიაოსთან პირველი შეხვედრა 2015 წელს, გაზაფხულზე გაიმართა და მაშინ მეივეზერმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.